|
2021-12-08 14:59:57, 479 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 15:00 საათამდე მისცეს. ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან. „შეხვედრას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებულები არ არიან, იმიტომ, რომ ეს დაბრკოლება არ იყოს. მართლა გვინდა ის შეგვხვდეს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, ვინც მიშას პოლიტიკურად არ ეთანხმება, რათა ნახოს, რომ სინამდვილეში მიშას თავისუფლების მოთხოვნა არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)