20:28 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 20:07:21, 652 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად წარმოჩენილი უნდა იყოს

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედია.

მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი სრულად გამჭირვალეა და ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი მაკეტები.

„კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში. ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics