|
2021-12-07 17:03:38, 571 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი – კალაძეს არ აქვს უფლება, თავმომწონედ იჯდეს საკრებულოს დარბაზში და პროგრამებს წარადგენდეს
კახა კალაძეს არ აქვს უფლება, რომ თავმომწონედ იჯდეს ახლა საკრებულოს დარბაზში და თავის პროგრამას წარადგენდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ფასადური წარმატებები, რომლითაც კახი კალაძე ამაყობს, მხოლოდ ერთეულებისთვისაა და მთელი ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე. „დღეს ბატონი კალაძე მობრძანდა საკრებულოში საკუთარი მთავრობის დასამტკიცებლად და სწორედ ამიტომ მოვედით ჩვენც აქ, ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენა მოუწევს კალაძეს როგორც საკრებულოს დარბაზში, ასევე შენობის გარეთაც, იმიტომ რომ ეს ის მთავრობაა, რომლებმაც პრაქტიკულად გააღატაკა მთელი თბილისი, ის ფასადური წარმატებები, რომლითაც კახი კალაძე ამაყობს, არის მხოლოდ ერთეულებისთვის და მთელი ქალაქი პრაქტიკულად უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. როდესაც ყოველწლიურად მატულობს სოციალურად დაუცველების რაოდენობა, როდესაც ყოველწლიურად მატულობს იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც რიგში დგანან, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ, თბილისის მერს არ აქვს უფლება, რომ თავმომწონედ იჯდეს ახლა საკრებულოს დარბაზში და იქ თავის პროგრამას წარადგენდეს. ასე რომ, ეს ბრძოლა გაგრძელდება და არა მხოლოდ კალაძე, არამედ მთლიანად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა საკუთარ ჯიბეზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)