21:24 - 05 Aug, 2026
|
2021-12-07 16:51:46, 656 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ალტ ინფოს“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არ დაარეგისტრირებდა
პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი საჯარო რეესტრის მიერ პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს“ პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირებას გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის მათ პარტიას არ დაარეგისტრირებდა, რადგან მისი პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება. „ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს. მე არ დავარეგისტრირებდი იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ვთქვათ, არის გერმანიაშიც რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები. პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას არ მისცენ საფუძველი, რომ იატაკქვეშეთში იმოქმედონ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)