|
2021-12-07 13:31:44, 581 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატი - დღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო
დღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო. - ამის შესახებ სააქართველოს მესამე პრეზიენტის უფლებადამცველმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. "საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება, შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ, როცა ის იდევნება, მაშინ როცა მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების, არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გამო, აქედან გამომდინარე ამ საქმის იურიდიულ კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა, ეს იყო პოლიტიკური აქტი", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)