21:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 13:37:13, 500 ნახვა

საზოგადოება
GITA - ს ორგანიზებით ამბროლაურში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  Vault Academy-თან თანამშრომლობით, ამბროლაურში  პრე-აქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება.

დამწყები ინოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. Vault Academy კი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში უფროსკლასელებისა და სტუდენტების საჭირო უნარჩვევებით აღჭურვას - ფრილანსინგის, ინოვაციური აზროვნებისა და უცხოეთში განათლების მიღების მიმართულებით. 

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა. 

ინოვაციების სკოლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული იდეების ირგვლივ, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს ისე, როგორც ტექნოლოგიური სტარტაპების სფეროში დამფუძნებლები ამუშავებენ ხოლმე, შეეცდებიან საკუთარი იდეების წინასწარ ვალიდაციას, პროტოტიპების დაგეგმვასა და სტარტაპ იდეის პრეზენტაციის ჩატარებას პოტენციურ ინვესტორებთან. ამ პროცესში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისგან და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics