|
2021-12-02 22:59:29, 738 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ეხება მწვანე პასპორტს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამშაბათს, 7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებს მიიღებს, მათ შორის, არ გამორიცხავს უვადო კოვიდ პასპორტის საკითხის გადახედვასაც. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მინისტრი აღნიშნავს, რომ კოვიდსაბჭომ იმსჯელა, რომელი ტიპის და რა ვადიანი ტესტირება იქნება ხელსაყრელი ახალი შტამის პირობებში. მისი თქმით, მომდევნო საბჭოზე ტესტირების საკითხსაც განიხილავენ: "გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში. ტესტირებასთან მიმართბით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული. ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე რომ 72 საათიანი ვალიდურობა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით ღონისძიებებს. მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს. შეიძლევა ვადაც გადაიხედოს, ვინაიდან სამეცნიერო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კოვიდის შემთხვევაში ეს სამეცნიერო პრაქტიკა მოკლე ვადებში გვიწევს რომ დავადგინოთ, რიგ შემთხვევაში ის ცდომილებებს მოიცავს. სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ რომ ეს იყოს უვადო. ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს და იმედს ვიტოვებთ საბჭო გაითვალისწინებს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)