|
2021-12-02 17:56:30, 569 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მთიან აჭარაში ტრენინგები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულად აქტიურ 10 სოფელში ტრენინგებს საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს უტარებს. - აღნიშნულ იფნორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს მათივე ცნობით, პროექტი, რომელშიც ტურისტული სააგენტოები და გიდებია ჩართული, ერთის მხრივ საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ეხმარება გაამრავალფეროვნონ და დახვეწონ ტურისტებისთვის შესათავაზებელი სერვისები, მეორეს მხრივ კი სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს. ამასთანავე, ტრენინგები სოფლების ტურისტული პოტენციალის კვევებზე დაყრდნობით დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ერთობლივად მომზადებული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები იგეგმება. „პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მასში გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული. ისინი ერთობლივად მუშაობენ, რომ მთიანი აჭარის 10 სოფელში გამოკვეთონ და განავითარონ ძირითადი ტურისტული პროდუქტები, სერვისები რასაც ტურისტებს შესთავაზებენ. ეს კვლევებზე დაფუძნებულია პროცესია, რის მიხედვითაც ტურისტული პროდუქტების შექმნის, შეფუთვისა და გაყიდვის შესახებ დაიგეგმა ტრენინგები, ვორკშოფები და საველე გასვლები. პროექტი ტურსგააგენტოებსა და გიდებს ეხმარება უკეთ გაიცნონ მთიანი აჭარა, თავადვე მიიღონ მონაწილეობა ტურისტული სერვისების დახვეწაში და ეს ყველაფერი სამომავლოდ მათ ტურისტულ შეთავაზებებში ასახონ, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)