|
2021-12-02 14:05:53, 486 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან, მზად ვარ, წარვსდგე
ხომ არ სჯობს, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მზადაა წარსდგეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. "ხომ არ სჯობს, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო, ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩავყავი თავი, მზად ვარ, წარვსდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, როცა იქნება თუნდაც ერთ, ორ ან სამ წელიწადში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)