|
2021-12-02 14:02:47, 508 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამით ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. -ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობამ გულის ტრანპლანტაციის დაფინანსება წელს პირველად დაიწყო. მათივე ცნობით, როლანდ ნოღაიდელი, პირველია ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინასებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა ორმა პაციენტმა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა. აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთან აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)