22:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 12:35:33, 548 ნახვა

საზოგადოება
„თბილავიამშენსა” და „დელტას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც "დელტას" დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე "დელტასა" და "თბილავიამშენის" საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ. დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც "დელტას" ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს "დელტა სიეიეი" - ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics