|
2021-12-01 14:44:45, 617 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა. უწყების ცნობით, მხარეებმა COVID-19-ის ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა, დაავადების მიმდინარეობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს. მათივე ინფორმაცით, ისაუბრეს ე .წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს მომავალში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადის, 6-დან 5 თვემდე შემცირების თაობაზე. შეხვედრაზე მხარეებმა ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ეს 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ფინანსურ წახალისებასა და ე.წ. მწვანე საშვების გააქტიურებას უკავშირდება. „პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. გარდა ამისა, დაიწყო აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზეც, რომელიც იმ ობიექტებს გადაეცემათ, სადაც დასაქმებულთა დიდი უმრავლესობაა ვაქცინირებული. საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 183 335 აცრაა ჩატარებული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)