|
2021-12-01 13:01:42, 693 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)