|
2021-12-01 12:58:07, 622 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. EBRD-თან ერთად ბათუმში იგეგმება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ეკოლოგიური პროექტების სრულყოფა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. "2018 წელს ბათუმი შეუერთდა EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. აჭარაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. EBRD-ს ხელშეწყობით განხორციელდა ასევე ბათუმის ახალი ავტობუსების პროექტი და ქობულეთის წყლის პროექტი. შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. 1992 წელს ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან ბანკმა 4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 266 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში განახორციელა, ამ ინვესტიციების 87% კი - კერძო სექტორში."- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)