|
2021-12-01 12:03:46, 646 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა სასწავლო კურსი გაიარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს. მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა ლაბორატორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. მათივე ინფორმაციით, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად, სტუდენტები ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციისა და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. "ტრენინგი ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს." - ნათქვამია ინფორმაციაში. დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)