23:26 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 19:27:41, 723 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის პროცესის დროს გამართულ აქციაზე პოლიციის მოქმედებების შესახებ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, შესული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა, გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილ იქნა შუამდგომლობა, ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics