|
2021-11-30 16:41:18, 776 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით
ჩვეულებრივი „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება 2014 წლიდან შეცვლილ დინამიკაზე, მორიგი ტყუილია. ‘’თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში ათიათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით და იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და 2014 წლიდან მოყოლებული არ გვაქვს ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში, აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა ნუ ჩვეულებრივი პინოქიო ან ბურატინო უფრო მოუხდება იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ექს–პრეზიდენტისთვის მიცემული სასჯელი სავალდებულოა. „მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის 6 წელი აქვს მას შეფარდებული, სხვა საქმეებზე არ ვიცით რა მოხდება შეიძლება უფრო დაუმძიმდეს მაგრამ 6 წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად იმის მოხდა არის აუცილებელი, იმისათვის მათ შრის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განსცდა იმისათვის, რომ მომავალში პერსპექტივაში არავის არ გაუჩნდეს იმის განცდა მაგალითად შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და არ დაისჯება ან ვიღაც აწამოს და არ დაისჯება, ვიღაც გააუპატიუროს და არ დაისჯება ან ბიუჯეტიდან მოიპაროს არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს და არ დაისჯება, მედია მიიტაცოს არ დაისჯება იმისათვის, რომ პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი მომავალში ასეთი დანაშაულების ჩადენის სურვილი, რომ აღარავის გაუჩნდეს სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი", – აღნიშნა კობახიძემ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)