|
2021-11-30 13:54:28, 475 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. საქართველოსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ფარგლებში ბათუმში გაგრძელდება წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა. ,,გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი. პროექტი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. ყველა ის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტი უზრუნველყოფს ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის და წყალარინების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას. ასევე, გაგრძელდება დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მოწყობა. მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)