|
2021-11-29 13:17:25, 558 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის” პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” პროექტი მოიწონეს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ სამდივნოში ნომინაციის განკარგულების პროექტი მოიწონეს. საქართველოს მთავრობის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNESCO-ს სამდივნოში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ და დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს. ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიქმნება პირველი სამოდელო რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას. ბიოსფერული რეზერვატის შექმნით, საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 233,857 ჰექტრით და მთლიანი ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 22 % იქნება. საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორია მოემსახურება მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, ტყეების მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ინტეგრირებული მიდგომით. ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით, მიხაილ ზუკოვის ფონდის და კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (RecCaucasus) ხელშეწყობით განხორციელდა. პროცესში აქტირად იყვნენ ჩართულები თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)