|
2021-11-29 09:59:52, 441 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. „მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და ადამიანებს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე შესტკივათ გული, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“, – მოუწოდეს მხარდამჭერებს პარტიაში. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული ექს–პრეზიდენტი სასამართლო პროცესს, თუმცა ცოტა ხნის წინ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან პენიტენციური სამსახურის მანქანა და ესკორტი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)