23:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 13:48:59, 2121 ნახვა

ომი უკრაინაში
Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინაზე მუშაობას იწყებს

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, Novavax-ი კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ, ვაქცინაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Reuters" ავრცელებს.

ნოვავაქსი ამბობს, რომ მათი ვაქცინის შემცველობაში შევა მუტირებული წვეტიანი ცილა ომიკრონიდან, რისი მეშვეობითაც, ნოვავაქსის პრესსპიკერის განცხადებით, ადამიანები იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ.

კომპანიის თანახმად, ახალი ვაქცინის დატესტვას და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

თავის მხრივ, „ფაიზერს“ უკვე დაწყებული აქვს კვლევა, თუ რამდენად ებრძვის მათი უკვე არსებული ვაქცინა ვირუსის ახალ - სამხრეთ აფრიკულ შტამს. კომპანიაში ამბობენ, რომ პასუხი 2 კვირაში ეცოდინებათ.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

ცნობისთვის, კორონავისურის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მუტაციურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა და "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

შემდეგ კი, დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ისრაელმა ორი კვრით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა.

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო, საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics