00:13 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 10:25:01, 1220 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – ფაქტია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში განაცხადა, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის უსაფრთხო გარემო, შესაძლოა, პროპაგანდის ნაწილი იყვნენ.

„უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის, „შეძლო თუ არა 5 ივლისს ხელისუფლებამ, რომ სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები?", საპასუხოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics