|
2021-11-27 10:20:10, 851 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკანონმდებლო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მთავრობის დადგენილებათა პროექტები საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, შესაბამისი სამინისტროების, ბიზნესომბუდსმენის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი და შესაბამისი მთავრობის დადგენილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, კანონთან მიმართებაში თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები წარედგინათ. ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება და მისი მიზანი გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების პრევენცია და აღმოფხვრაა. კანონის თანახმად, თუ საწარმო, საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს, ის თავად იქნება ვალდებული, გაიღოს საჭირო ფინანსური რესურსი და აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელიც ქმნის, გარემოსდაცვით ფონდს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე, ე.წ., გარემოსდაცვით ფონდში. აღნიშნულ ფონდში დაგროვებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)