|
2021-11-26 22:02:48, 1392 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ნატოში რუსეთ-უკრაინის საკითხს განიხილავენ, ვსაუბრობთ საქართველოზეც
ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი მინისტერიალის წინა კონფერენციაზე ამბობს, რომ მომავალ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, განიხილავენ რუსეთის მხრიდან უკრაინის ირგვლივ მზარდ სამხედრო ძალების მობილიზებას. "ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როცა რუსეთმა რეგიონში დიდი და უჩვეულო სამხედრო ძალების კონცენტრაცია მოახდინა, რაც მოიცავს მძიმე ტექნიკას - ტანკებს, არტილერიას, დრონებს, ჯავშანტექნიკას, ელექტრონულ საბრძოლო საშუალებებს, სამხედრო ძალების მატება არაფრით განპირობებული და აუხსნელია, ზრდის დაძაბულობას, რუსეთმა უნდა აჩვენოს გამჭირვალობა, შეამციროს დაძაბულობა და სიტუაციის დეესკალაცია," - ამბობს სტოლტენბერგი სტოლტენბერგი თავის გამოსვლაში ახსენებს საქართველოსაც და ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ფრიად ღირებული ქვეყნებია, რომლებიც ნატოში შესვლისთვის ისწრაფვიან. "ჩვენ, ასევე, განვიხილავთ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში. ისინი არიან ახლო და ძალიან მაღალი ფასეულობის მქონე ქვეყნები, რომლებიც ნატოს პარტნიორობისკენ ისწრაფვიან. ნატო მათ მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკურად ისე პრაქტიკულად," - ამბობს სტოლტენბერგი
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)