01:20 - 06 Aug, 2026
|
2021-11-26 11:39:27, 959 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩასაშლელად, „ნაცმოძრაობის“ წევრმა შპრიცით „მძაფრსუნიანი“ ნივთიერება გაუშვა
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამდაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა. ქადამაძის განმარტებით, ნივთიერება უსაფრთხოა, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება უწევთ. "მე მგონია, რომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მე ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის სრულიად უწყინარი ნივთიერება, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით. მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ, ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არაა", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ. ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)