|
2021-11-25 23:44:05, 731 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე უპასუხა, რომელთა თანახმადაც, ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რომლის მეუღლეც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში მუშაობს, შესაძლოა მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ივანიშვილთან. ამის შესახებ სააგენტო „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) წერს. სააგენტოს ცნობით, სამინისტრო ელჩ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, „ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია“ და რომ ელჩების მეუღლეთა „პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად. საზღვარგარეთ განწესებულ თანამშრომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება“, - აცხადებს მიგელ ბერგერი. სახელმწიფო მდივნის თქმით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში, „ისე როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი“, - აცხადებს სააგენტოსთან მიგელ ბერგერი.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)