|
2021-11-25 15:57:23, 895 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში „ტურიზმის გავლენის მოდელი“ ინერგება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე სლოვენიაში საერთაშორისო ფორუმს „ტურიზმი, დიჯიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“ დაესწრო. ფორუმზე ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიის დაფინანსებით საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ინერგება. პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცამების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან - 2021 წლის ნოემბრამდე. პროექტის ფარგლებში ტურიზმის გავლენის შეფასება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ ურბანული ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. საერთაშორისო ფორუმს ევროკომისიის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური სფეროდან პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)