|
2021-11-25 15:29:37, 962 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - თუ დეპუტატებს არ მიეცემათ საშუალება სააკაშვილს შეხვდნენ, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობას შეწყვეტს
ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თუ დეპუტატებს სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ ექნებათ, ის მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს. "29 ნოემბერს არის სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უპირობო შემსრულებელს, სააკაშვილის დიდი სურვილია, რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და მიმართოს ქართველ ხალხს, ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს. ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)