14:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 13:27:18, 2541 ნახვა

სამხედრო
ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალმა კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნდა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათივე ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სფეროში საქართველოსა და კანადის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით კანადელ დიპლომატს თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა სთხოვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნებისა და განათლების კუთხით. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ამჟამად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას Maple Arch 2021, რომელიც კანადური მხარის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება.

გენერალმა კანადის თავდაცვის ატაშეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics