02:18 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 10:36:17, 611 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა ასამბლეას სიტყვით მიმართავს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან.

"შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება.

ვიზიტის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და პარტია "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი",- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics