|
2021-11-24 21:56:26, 890 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - სააკაშვილმა მთხოვა, განმარტება, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი და თავისი აღქმები აქვს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს ოპოზიციასთან დაკავშირებით შვილის, ედუარდ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. "საუბარი იყო, მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ, მამის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ შეიძლება. მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს, ცხადია, მამასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფერს. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოუყვანეს, იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს — მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა. მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ", — თქვა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. რადიო თავისუფლებამ გუშინ ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუ გამოქავეყნა, სადაც ის შემაშფოთებელს უწოდებს ოპოზიციის მიერ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვალებაზე საუბარს. მისი თქმით, ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ სააკაშვილი "მკვდარი, ვიდრე ცოცხალი.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)