|
2021-11-22 21:48:03, 841 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო- აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს თურქეთში კერძო შეხვედრები ჰქონდათ
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო დეპუტატები თურქ პარლამენტარებს შეხვდნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ჩერქეზ და აფხაზ დიასპორის წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დე-ფაქტო პარლამენტის წევრები თურქეთში რუსული პასპორტებით ჩავიდნენ. "თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას და კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებულ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან.''-ოფიციალურ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს. ცენტრი ავრცელებს მათივე თქმით ამ ტიპის შეხვედრები თურქეთისთვის ვერ ჩაითლება ოფიციალურ კომუნიკაციად, რადგან ისინი მხარს უჭერენ საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკას. დე-ფაქტო პარლამენტის წევრის ასტამურ ლოგუას განცხადებით, ისინი თურქული პარლამენტის კონკრეტულ წარმომადგენლებს შეხვდნენ და ზოგადი ინიციატივები განიხილეს "გვქონდა შეხვედრები არა მხოლოდ აფხაზური წარმოშობის დეპუტატებთან, არამედ თურქეთის პარლამენტის სხვა დეპუტატებთანაც. კოლეგებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები, ღვთის ნებით, უკვე ახალ წელს თურქეთის პარლამენტის დიდი დელეგაცია ესტუმრება აფხაზეთს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს. დიახ, ჩვენ არ შევხვედრილვათ მთელ პარლამენტს, თუმცა თურქი დეპუტატების რაღაც რაოდენობა პირველად შეხვდა აფხაზ კოლეგებს" – საუბრობს ლოგუა ასევე მისი თქმით მთავარი ინიციატივა, რაც განხილვაში იყო თურქეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნაა "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2022 წელი გახდება გარღვევა როგორც მსოფლიოსთან ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის" – თქვა ლოგუამ. შეგახსენებთ, რომ Sputnik Abkhazia-ს მიხედვით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დელეგაცია თურქეთში 14-იდან 19 ნოემბრამდე იმყოფებოდა.
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)