|
2021-11-22 16:00:20, 534 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს
საახალწლო ნობათების შესყიდვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა ერთი და იმავე წესით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამგეობების ნაწილს შესყიდვა პროდუქტების ძველი ჩამონათვალით ჰქონდა გამოცხადებული, რაც არასწორია. „ტენდერი არ გაუქმებულა, აწი გამოცხადდება. რამდენიმე გამგეობას ჰქონდა გამოცხადებული, თუ არ ვცდები, რაც არასწორი იყო, რადგან ძველი მენიუთი, ძველი შემადგენლობით იყო გაკეთებული. ის ახალი მიდგომები, რაც არის ჩვენი მხრიდან, ყველა გამგეობაზე ერთნაირად გავრცელდება. შესაბამისად, იმ კონკრეტულ გამგეობებს, რომელთაც ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, მოუწევთ, თავიდან ჩაატარონ“, - განაცხადა თბილისის მერმა. კითხვაზე - არის თუ არა ტენდერის გაუქმების მიზეზი პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა, თბილისის მერი პასუხობს, რომ ყველა გამგეობამ ერთი და იმავე წესით უნდა იხელმძღვანელოს. „არამარტო ეს მიზეზია. არ შეიძლება გამგეობების ნაწილი სხვა შემადგენლობით ახორციელებდეს შესყიდვას და ნაწილი სხვა შემადგენლობით. ეს არასწორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)