|
2021-11-21 13:20:22, 1105 ნახვა
რეგიონი
,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც 8 ნოებრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, 60 წელს ზევით მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის გაცემას ითვალისწინებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინის გაკეთების სურვილი რამდენიმე პენსიონერმა გამოთქვა. მოქალაქეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასა და დაბა კაზრეთის პოლიკლინიკაში გაიკეთეს. აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი საპენსიო დანამატების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. სტატისტიკის თანახმად, დღიურად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი იცრება, მაშინ როდესაც გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 15-20-ს არ აღემატებოდა. „სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლებთან, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოვუწოდეთ და საქართველოს მთავრობის ინიციატივა გავაცანით, რომელიც 8 ნომებრის შემდეგ ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის მიიღებას გულისხმობს. შეხვედრაზე ამ ინიციატივამ განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და მოხარული ვარ, რომ აქ მყოფმა რამდენიმე პენსიონერმა აცრის გაკეთებაზე თანხმობაც განაცხადა. ვაქცინაციის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს შეხვედრებს კვლავ არაერთხელ მოაწყობს. ჩვენს მოქალაქეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გაიკეთონ აცრა, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და დავასრულოთ ეს პანდემია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)