|
2021-11-20 12:28:09, 762 ნახვა
საზოგადოება
ექიმი ელენე ხოშტარიაზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაიწყო სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით
"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, ხოშტარიამ უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. "დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ექიმმა. ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალფროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)