|
2021-11-19 11:57:29, 550 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის (ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae) კვლევა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, შესაძლებელია, ერთდროულად, ორივე ინფექცია ფიქსირდებოდეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების დიაგნოსტიკა მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხორციელფება. ლაბორატორიული ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae დნმ შემცველი გენომის მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნოზემა Apis და ასევე ნოზემა Ceranae მულტიფლექს RT-PCR სადიაგნოსტიკო ნაკრების საშუალებით. აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა მეფუტკრეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ. საჭიროა, მეფუტკრემ დაავადების ადრეულ სტადიაზე მიმართოს ლაბორატორიას. დროული დიაგნოსტიკა ზარალის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა!
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)