|
2021-11-19 01:56:25, 714 ნახვა
საზოგადოება
ექიმი - სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა
სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა. - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. "არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც, მოსალოდნელია, იყოს. ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდება. ზუსტად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. ვთქვათ, გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა. სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, ამ წუთში, ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთიუ გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა. გავესაუბრე, გავსინჯე, მაგრამ გავესაუბრე მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე". - ამბობს თენგიზ წულაძე. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)