|
2021-11-18 21:57:18, 660 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა „უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას“ ესწრება. -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან, ტიბორ ბენკოსთან ერთად გახსნა. „სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული მედეგობის ჩამოყალიბება ნატოს სტანდარტის თავდაცვის შესაძლებლობებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მტკიცე საერთაშორისო კავშირებთან ერთად, საჭიროებს კოორდინირებულ უწყებათაშორის თანამშრომლობას, საზოგადოების ერთიანობას და ამ კუთხით ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოტალური თავდაცვის სამი ძირითადი პრინციპი - სამხედრო ძალისხმევა, სამოქალაქო ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ უნგრეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ინსპექტორატისა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ორგანიზებით იმართება.“-ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)