|
2021-11-18 11:38:41, 561 ნახვა
საზოგადოება
„ავიცრათ ერთმანეთისთვის” კამპანიის ფარგლებში სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ავიცრათ ერთმანეთისთვის” კამპანიის ფარგლებში სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. უწყების ცნობით, საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდურსა და ტალავერში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. აქტივობები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე. საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 53-მა მოქალაქემ გაიკეთა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)