|
2021-11-17 18:40:08, 675 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ღიბრაძე- დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს
დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს, თუმცა გამგზავრებამდე იმ ქვეყნის პროტოკოლის და პოლიტიკის გადამოწმებაა საჭირო, სადაც მიემგზავრება- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნები სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე განსხვავებულ პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებენ და ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული. „ჩვენ შევუერთდით COVID ციფრული სერტიფიკატების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ დროისთვის გაერთიანებულია 49 ქვეყანა- ევროკავშირის წევრი 27 და არაწევრი 22 ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთან გაცემული სერტიფიკატი უკვე ვალიდურია ერთიან სივრცეში და საქართველოს მოქალაქეები სრულფასოვნად ისარგებლებენ COVID სერტიფიკატით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს COVID სერტიფიკატებზე დატანილი QR კოდი უკვე ინტეგრირებულია ერთიან სისტემაში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ამ QR კოდს ამოწმებენ, ჩვენი QR კოდი ელექტრონულად გადამოწმდება. შეზღუდვები კი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქამდე ჰქონდათ, ავტომატურად მოეხსნებათ. დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი წაიკითხავს 49-ვე ქვეყანაში, ოღონდ აქ არის ერთი წინაპირობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე და გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პროტოკოლი და პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით იმიტომ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია აღიარებული იყოს ერთი ვაქცინა, ზოგიერთ ქვეყანაში მეორე, შესაბამისად, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ინდივიდუალურად, ანუ რომელი ვაქცინით ვართ აცრილი, ის პროტოკოლი და პოლიტიკა უნდა გადავამოწმოთ აუცილებლად. ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)