|
2021-11-17 16:03:25, 607 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
18 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა უმასპინძლებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელი წლების განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, თამაზ დარჩიძეს გადაეცემა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია დაესწრებიან. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელი გამორჩეული წარმატებისთვის საერთაშორისო არენაზე, უცხოელ ან იაპონელ პირებსა თუ ჯგუფებს გადაეცემათ. ჯილდო წარმოდგენილია სერტიფიკატითა და სამსახსოვრო საჩუქრებით. დაჯილდოების ცერემონია იაპონური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდება. იაპონური ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, 2017 წელს დასრულდა, საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას ეძღვნება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)