|
2021-11-17 11:27:55, 663 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია – ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, გაუუქმდათ ჯარიმა. „პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება წარადგინონ საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში დასკვნები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოქალაქეებისთვის შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებელო პროცესის კონტროლი შესუსტდება. „ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება და შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე ავარიდოთ ფინანსური ხარჯი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადო პარლამენტს თანაშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)