|
2021-11-16 14:07:53, 642 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც. დიდუბის რაიონში, მიმდინარე წელს უკვე მერვე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორისაა, აღმაშენებლის გამზირის N172-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლი, სადაც 27 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს, 390 028 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)