|
2021-11-15 14:13:32, 944 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 31%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 24%-ით
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით, 175 მილიონი დოლარით მეტია. ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებითაც. მთლიანად, 2021 წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.3%-თ გაიზარდა და 7.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სადაც გავიგებთ, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)