10:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 11:40:13, 680 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა

ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა. - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სველი წერტილები და ღია ფარდული.

მათივე ინფორმაციით, ახლადაშენებული რიტუალების სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მომდევნო ეტაპზე ახალი რიტუალების სახლის ინვენტარით აღჭურვაც იგეგმება.

,,ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას ჩვენ, უპირველესყოვლისა, მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ამის ნათელი მაგალითი ქვემო ბოლნისში აშენებული ახალი რიტუალების სახლია. ადგილობრივები ახალი რიტუალების სახლის მშენებლობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება სწორედ ჩვენ შევძელით. პროექტი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ  400 000  ლარი შეადგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელება კვალავაც აქტიურად გაგრძელდება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics