13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 17:20:05, 1346 ნახვა

სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

„სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“, - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

„ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, არ ვიქნებით წინააღმდეგი, ეს მექანიზმი გამოიყენოს სასამართლომ“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა. ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.

„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics