13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 15:46:04, 1253 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკოს გიგი უგულავას სასამართლო სხდომა დაატოვებინეს.

უგულავას თქმით, დააყენეს შუამდგომლობა, რომ  „პირველმა არხმა“  აწიოს სიგნალი, რათა ყველა მსურველ ტელევიზიას სიგნალის გაშვების შესაძლებლობა ჰქონდეს.

 

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა,  „პირველმა არხმა“  აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულობას. სასამართლომ გვითრა რომ ფეხზე ჰკიდია „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა - არა, ესე იგი, არა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარი უთხრა გამოგონილი მიზეზების გამო." - განაცხადა გიგი უგულავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics