|
2021-11-06 10:18:30, 618 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაზე: „რა არის წამება?! – ის, რომ შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?!
„ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა", – იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული. რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. „როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ – რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?! – ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?! – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)