|
2021-11-05 20:01:32, 830 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - მე არავინ გამიგდია, ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება
ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. - ამის შესახებ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ - არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში „დღეს გვქონდა წირვა, მე არავინ გამიყვანია, არავინ გამიგდია, არაფერი გამიკეთებია, რასაც თქვენ ამბობთ. ჩავატარე წირვა. ეს ადამიანები იყვნენ რამდენგზის გაფრთხილებულები, შემდეგ რამდენიმე სასჯელდადებულები. ბოლოს თავდასხმა მომიწყვეს სკოლაში და ამით ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და მომიწია განჩინების გამოქვეყნება, რომელიც გულისხმობდა მათ გაყვანას ერისკაცობამდე. საერო პირებად, სადაც უნდათ იქ იცხოვრონ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არანაირი ძალადობრივი მოქმედება არ ყოფილა არავისგან, ვინც იყო აქ - არც პოლიციის, არც ჩოხოსნების, ძალადობა იყო მათი მხრიდან, ეს დაფიქსირებულია კადრებში. პოლიციელების შეურაცხყოფაზე გადასულან და პოლიციამ განარიდა აქაურობას. როდესაც ვატარებდი წირვას, საპატრიარქომ წარმოგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელმაც მათგან მოითხოვა საპატრიარქოს წერილის შესრულება, რომელშიც ეწერა, რომ უცხო პირებმა დატოვონ ტერიტორია, ის მონასტერი, რომელიც მათ არ ეკუთვნით და იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. მიეცათ ვადა 4 ნოემბრამდე. ისინი გამოვიდნენ და შეტევა განახორციელეს მასზე, შემდეგ ოპერატორზე, რომელსაც დაუმტვრიეს კამერა, გადაუგდეს. როდესაც საპატრიარქოს რწმუნებულმა გააცნო თავისი უფლებამოსილება, დაუწყეს გინება, ლანძღვა და ყველა თავს ესხმოდა მას, ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. ესენი ყველა გამოსულები იყვნენ კელიებიდან და წარმომადგენელმა უთხრა, იქ მყოფ ჩოხოსნებს, რომ ეს კელიები შეეძლოთ დაეკავებინათ, რადგან ასეთია ლოცვა-კურთხევა ჩემი და საპატრიარქოსი. მათ დაიკავეს ეს კელიები და იქ შესვლა აუკრძალეს უცხო პირებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)