14:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 11:36:23, 718 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები მივიდნენ.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება. შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამაზე მედიკოსები საკმაოდ კომპეტენტურად საუბრობენ და ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი არაპროფესიონალების თვალითაც. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო, აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც არ ჰყავდა დაწესებულებას ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია", - თქვა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics